ნახევარი საათი მაზბანიტამდე

მაზბანიტის ან ვენტსპილსის ვიწროზოლიანდაგიანი რკინიგზა ერთადერთი გადარჩენილი და მთლიანად აღდგენილი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზაა ლატვიაში, რომლის სარკინიგზო სიგანე 600 მმ-ია. გზა გერმანელებმა ააშენეს 1916 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარების გადასაყვანად. მოგვიანებით იგი გამოიყენებოდა როგორც ტრანსპორტირების საშუალება მეთევზეების სოფლებს შორის. გასული საუკუნის 1930-იანი წლების ბოლოს ლატვიაში ხაზების სიგრძე შეადგენდა 529 კმ. დაახლოებით 60 წლის განმავლობაში ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა მნიშვნელოვან სატრანსპორტო ფუნქციას ასრულებდა. მაგრამ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ქალაქების განვითარების და საავტომობილო ტრანსპორტის სწრაფმა ზრდამ დააკარგინა ვიწროზოლიან რკინიგზას თავისი მნიშვნელობა და ის თითქმის სწრაფად გაქრა. 

ქ. ვენსტპილში, რკინიგზის ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, მოიპოვებოდნენ ენთუზიასტებიც, რომლებსაც ესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანია ორთქლის ლოკომოტივების, ვიწროზოლიანი ლიანდაგის რკინიგზისა და შენობების შენარჩუნება ისტორიისთვის. მათი წყალობით, დღეს ფუნქციონირებს 1.4 კმ ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზა, აღდგენილი საწყობებით, სადგურებით და ესტაკადებით. მოძრავ შემადგენლობაში შედის ორი გერმანული ორთქლის ლოკომოტივი Henschel ML-631 და M-611, მეორე და მესამე კლასის რამდენიმე სამგზავრო მანქანა, ღია სამგზავრო მანქანები და საფოსტო მანქანა.  

ლატვიაში ვიწროზოლიან ლიანდაგს ხალხი სიყვარულით უწოდებდა"ბანიტის” ან “მაზბანიტის”, რაც ლატვიურად ნიშნავს პატარა მატარებელს, ლოკომოტივს.

მოკლე მოგზაურობა მაზბანიტის გარშემო საშუალებას მოგცემთ დროის მანქანით იმოგზაუროთ მე –20 საუკუნის დასაწყისში, და შეიგრძნოთ იმ დროის ატმოსფერო.  

აგვისტო 2013

EN
GEO
RU

  საიტი იყენებს cookie ფაილებს. საიტის დათვალიერების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით მის გამოყენების პირობებს